ფაშინიანი რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს (ОДКБ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.

ფაშინიანი ბოლო ერთ თვეში მოსკოვს უკვე მეორედ ეწვევა.