აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა.
დერეკ შოლე მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში ჩავა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენას, ასევე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობას.
ასევე, შოლე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.