17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს. პოლიციის პრესსამსახური განმარტავს, რომ აქციაზე მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 08:00 საათიდან, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ.