თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ადასტურებს.
ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.