მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.
- ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო
- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები
ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე გაგრძელდა, თბილისში, კი მსვლელობა მოეწყო დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.