უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, იანუკოვიჩმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდა, 2014 წლის 23 თებერვალს დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფიდან სამი რუსული ვერტმფრენით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში ჩაფრინდა.
სასამართლო ვიქტორ იანუკოვიჩს 2014 წლის თებერვალში პირთა ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებას ედავება.