რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.
რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა
უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.