რუსეთის ხელისუფლება სწავლობს უკრაინელი პოლიტიკოსის ვიკტორ მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას, რომლებმაც მარიუპოლში „აზოვსტალის“ კომბინატი დატოვეს. ამის შესახებ დუმის „ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის“ ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ დონეცკში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს.
- პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს
„ჩვენ ვსწავლობთ მედვედჩუკის „აზოვის“ წარმომადგენლებზე გაცვლის შესაძლებლობას. არა „ლიბერალ-დემოკრატები“, არამედ ის ადამიანები მოსკოვში, რომელთაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება“, - ასე უპასუხა სლუცკიმ „ინტერფაქსის“ შეკითხვას. მოგვიანებით, სლუცკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე გავრცელდა. „ჩემი აზრი არ შეცვლილა: არ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციაში აკრძალული აზოვის მებრძოლების გაცვლა, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს... რაც შეეხება წინადადებებს იმავე მედვედჩუკთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია. უნდა განიხილონ ეს საკითხები“, - წერს ის.
- პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს
- BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს
12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.