„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და პრემიერ-ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

„მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებულ გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე გოლი კი ფილიპე კოუტინიო გაიტანა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სულ სამი გოლი გაიტანა. დუბლი ილქაი გიუნდოგანმა შეასრულა, ერთი გოლი კი როდრის ანგარიშზეა.