„მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე გოლი კი ფილიპე კოუტინიო გაიტანა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სულ სამი გოლი გაიტანა. დუბლი ილქაი გიუნდოგანმა შეასრულა, ერთი გოლი კი როდრის ანგარიშზეა.