სენეგალის პრეზიდენტი მაკი სალი უახლოეს კვირებში მოსკოვსა და კიევს ეწვევა. ვიზიტი აფრიკის კავშირის თავმჯდომარის რანგში შედგება. სალიმ განაცხადა, რომ გაერთიანებას სურს, იხილოს კონფლიქტის დეესკალაცია და მშვიდობა ორ მხარეს შორის, დიალოგის გზით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ შეჭრას, ჩვენ ვმუშაობთ დეესკალაციისთვის, ცეცხლის შეწყვეტისთვის, დიალოგისთვის. ეს არის აფრიკის პოზიცია“, - აღნიშნა სენეგალის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.