სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს

სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზრის თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) მიწოდებაზე იმუშაოს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან რესურსის მიწოდებას ერიდებიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სენეგალის დედაქალაქ დაკარში  ჩავიდა, ქვეყნის პრეზიდენტს მაკი სალის შეხვდა და განიხილა, თუ როგორ შეიძლება ევროპას წვდომა ჰქონდეს სენეგალის მილიარდ კუბურ მეტრ გაზის მარაგზე.

გერმანიამ განაცხადა, რომ შეუძლია, დაეხმაროს სენეგალს გაზის საბადოების შესწავლაში, რომლებიც აუთვისებელ მარაგებს შეიცავს.

სალის პროგნოზით, სენეგალის LNG-ის გამომუშავება მომავალ წელს 2,5 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის - 10 მილიონ ტონას, რაც იმას ნიშნავს, რომ სენეგალს შეუძლია, საბოლოოდ შეასრულოს ალტერნატიული წყაროს როლი. რუსეთმა 2020 წელს ევროპას 11 მილიონი ტონა LNG მიაწოდა. რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე LNG-ის 41%-ს უზრუნველყოფდა, მაგრამ ევროპის კონტინენტი ახლა ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს.