„ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ამ ტიტულს სიამოვნებით წავიღებდი ერთ დღეს უკრაინაში, ყველა უკრაინელისთვის, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, - ეს უკრაინელი ფეხბურთელის, ოლექსანდრ ზინჩენკოს სიტყვებია, რომლებიც პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ წარმოთქვა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის თამაშზე კონცეტრირება ურთულესი ამოცანაა.
მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.