საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ინტერპელაციის პროცედურა შედგება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით - 27 მაისს. როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის რეგლამენტით. მათ შეუძლიათ დასვან ეს შეკითხვა და მიიღებენ პასუხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.