სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მდივანმა ბლინკენმა შესთავაზა შეერთებული შტატების დახმარება საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მცდელობებში და წაახალისა პროგრესი რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარებისთვის. ხაზი გაუსვა ორმხრივი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში გამოწვევების გადასაჭრელად და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით გამართული საუბრებისთვის. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.
მდივანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფართო რეგიონისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.