სომხეთის პირველი თანამგზავრი ორბიტაზე ამერიკული კომპანია SpaceX-ის რაკეტით გაუშვეს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ეს სომხურ კომპანია Geokosmos-სა და ესპანურ კომპანია SATLANTIS-ის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. თანამგზავრს კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის, საზღვრის კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვისთვის გამოიყენებენ.
სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური შეიქმნება.