თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, კაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი და კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.