ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.