„ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „პრაქტიკულად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე“.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილმა „ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“ გააკრიტიკა ქვეყნის სასამართლო სისტემა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი შეუერთდა „სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ“ და სცადა „სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი“.


მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი, მათ შორის ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად...
 
სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს... ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა 26 მაისს.