ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.