რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ
რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ? ამ თემას Reuters-ი სტატიაში განიხილავს. საფუძვლად კი, კონსერვატორების მზარდი უკმაყოფილება მოჰყავს.
კერძოდ, სააგენტო წერს, რომ კონსერვატორ კანონმდებელთა მზარდი რაოდენობა ბრიტანეთის ლიდერს მხარს აღარ უჭერს. ეს ოფიციალური ანგარიშს მოჰყვა, რომელიც დეტალურად აღწერს „ლოკდაუნის“ დროს, უკანონო წვეულებების სერიას დაუნინგ სთრიზე, პრემიერის ოფისში.
ჯონსონმა, რომელიც კონსერვატორებს 2019 წლის არჩევნებში დიდი უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ განაცხადა, რომ არ გადადგება. 25-ზე მეტმა კონსერვატიულმა დეპუტატმა ჯონსონს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდა.
რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს უნდობლობის გამოცხადება?
კონსერვატიული წესების თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის ლიდერთან კონსულტაციით წყვეტს კენჭისყრის თარიღს, რომელიც უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. როდესაც ჯონსონის წინამორბედმა ტერეზა მეი 2018 წლის დეკემბერში დადგა კენჭისყრის წინაშე, ის იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ კენჭისყრის გასააქტიურებლად საკმარისი წერილები მიიღო.
„დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატი ბობ ნილი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას შესაძლოა, მომავალ კვირას უყაროს კენჭი.