თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო. ის კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში მისი მოადგილე გახდა. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. უფრო ადრე, კი როცა კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ელოშვილი მისი მოადგილე იყო.