შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) მიმდინარეობს.
ამასთან, დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.