NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს.
სტოლტენბერგის შეფასებით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები და ოფიციალური განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე ისტორიულია. „ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.
თურქეთი ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.