თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული ნაბიჯებით არ დაკმაყოფილდება, პროცესი წინ არ წავა. დელეგაციებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ისინი ჩვენს მოთხოვნებს თავიანთ ლიდერებთან განიხილავენ და შემდეგ გამოგვეხმაურებიან", - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა.
მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს.
ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართა.
- თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.