BBC: აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა

აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, ადამიანებზე თავდასხმის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე მედპერსონალიც. არიან დაშავებულებიც.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.