დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
ბრიტანეთის დედოფალს ამ თარიღს დიპლომატები, სახელმწიფო ლიდერები და რიგითი მოქალაქეები ულოცავენ. Europetime სადღესასწაულო ღონისძიებების ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.
96 წლის დედოფალი პირველია ბრიტანეთის მონარქებს შორის, რომელსაც ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრულდა.
„ჩემდამი გამოხატული კეთილი სურვილები ჩემთვის შთაგონების წყაროა. იმედი მაქვს, მომავალი დაგვაფიქრებს იმ ყველაფერზე, რასაც გასულ 70 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ რწმენითა და ენთუზიაზმით ვიყურებით წინ“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე შეიკრიბა.