საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიას რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„გილოცავთ რესპუბლიკის დღეს! ვულოცავ იტალიელ ხალხს ამ დღეს. წელს, საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ზეიმობენ. მომავალ კვირას, სახელმწიფო ვიზით იტალიას ვესტუმრები, ჩვენს კულტურებსა და ხალხს შორის ათასწლოვანი ახლო კავშირების განსამტკიცებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.