რუსეთმა ევროპის ნაწილის წყლის რესურსებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წყლებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეუძლებელია იმ საფრთხის შეფასება, რაც რუსეთის აგრესიამ ევროპის ნაწილის წყლის (აღმოსავლეთის, შავი ზღვის აუზის) რესურსებს შეუქმნა.

„რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე უკრაინაში დღეს არის ხიდები მდინარეების გასწვრივ. არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის არმია ერთი და იგივე ხიდს სამჯერ ესვრის რაკეტებს, რათა მთლიანად გაანადგუროს ისინი.

შეუძლებელია იმ საფრთხის შეფასება, რაც რუსეთის აგრესიამ ევროპის ნაწილის წყლის (აღმოსავლეთის, შავი ზღვის აუზის) პოტენციალს შეუქმნა“,  - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში GLOBSEC-ს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, დონბასში ბრძოლამ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხე 2014 წლიდან შექმნა. თუ დონბასში ქვანახშირის მაღაროების დატბორვა გაგრძელდება, მათ შორის იუნკომის მაღაროში, სადაც 1979 წელს მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოხდა - შხამი და რადიოაქტიური დაბინძურებაც კი არ შეიძლება. მხოლოდ უკრაინის მდინარეებში, არამედ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში.

„თუ დონბასში ქვანახშირის მაღაროების დატბორვა გაგრძელდება - მათ შორის იუნკომის მაღაროში, სადაც 1979 წელს მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოხდა - შხამი და რადიოაქტიური დაბინძურებაც კი შეიძლება მოხდეს არამხოლოდ უკრაინის მდინარეებში, არამედ შავ ზღვასა და  აზოვის ზღვაშიც.


უკრაინის წყლებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პარტნიორების ინფორმირებისას, პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების საკითხსაც გაუსვა ხაზი. „მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზეა რუსული აგრესიის ამ აქტის გამო“, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.


როგორც ცნობილია, რუსეთმა გადაკეტა ყველა პორტი და სავაჭრო გზა, რომლითაც უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოში. უკრაინის პორტებში დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული რჩება.

გაეცანით Europetime-ის სტატიას - უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება