ბალტიის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა - ესტონურმა Elering-მა, ლატვიურმა Augstsprieguma tīkls-მა (AST) და ლიეტუვის Litgrid-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ლატვიური კომპანიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის ბაზარი პირველი ივნისიდან მხოლოდ პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დაუკავშირდება.
კომპანია ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. რამდენიმე ბანკი, რომლის მეშვეობითაც ადრე ფული ირიცხებოდა რუსეთში, ახლა სანქციების ქვეშაა.
ბალტიის ენერგოსისტემა რუსულ სისტემასთან დაკავშირებული იქნება, ვიდრე სრულად არ სინქრონიზდებიან ევროპულ ენერგოსისტემასთან, რაც 2025 წლისთვის იგეგმება.