სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ერთგულება დაედასტურებინა. მისი შეფასებით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია.
„ეს ვიზიტი საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის არსებული მრავალწლიანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურების შესაძლებლობაა. ეს პარტნიორობა ერთიორად მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომისა და რეგიონში გაზრდილი საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ეს არის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მთავრობის ლიდერობისა და შესაძლებლობების პირადად ხილვის შანსი“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ამერიკის საელჩოს ცნობით.