ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით
- ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს