რომის პაპი უკრაინაში ჩასასვლელად შესაფერის დროს ეძებს, ახლა შესაძლოა, მისმა ვიზიტმა მთელ მსოფლიოს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ვიდრე სარგებელი, - ამის შესახებ Vatican News წერს.
- რომის პაპი: უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას
- რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
შაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს უთხრა, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. პაპი ფრანცისკეს პრეს-სამსახურის სტენოგრამის თანახმად, უკრაინელმა ბავშვმა, სახელად ზახარმა რომის პაპს უთხრა მას არ აქვს თხოვნა, მაგრამ აქვს კითხვა: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იტანჯება?