უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში, ოლექსანდრ პეტრაკოვის ფეხბურთელები უელსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ, იუწყება Ukrinform-ი.

კარდიფის სტადიონზე გამართული მატჩის ბედი ანდრი იარმოლენკოს ავტოგოლმა 34-ე წუთზე გადაწყვიტა.

უელსი გახდა ევროპის მე-13 მონაწილე 2022 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატზე და B ჯგუფში, ირანს, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს შეუერთდება.

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 22-ე გათამაშება ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 18 დეკემბრამდეა დაგეგმილი.