ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები რაზგრადში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. ნიკა კვეკვესკირის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ძელმა მოიგერია. დღემდე, გუნდებმა სულ ექვსჯერ ითამაშეს და საქართველოს ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.