დახვედრის ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.
ამასთან, ოფიციალური დახვედრის ცერემინიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
ასევე წაიკითხეთ:
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება