"კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი - ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ამას ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა.
„ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოსაა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
ასევე წაიკითხეთ:
- იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს
- საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა