ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
ასევე წაიკითხეთ: