მნიშვნელოვანია, ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა - ბრიტანეთის ელჩი

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.