პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტზე განმარტებას სთხოვს

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიიდან ღრუბლოვანი სერვისების ბლოკირების ამოღება არ განმარტა. „თავდაპირველად, ევროკავშირის საბჭო სანქციების მეექვსე პაკეტში ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსეთის ბლოკირების შესახებ აცხადებს. შემდეგ, ევროკავშირის საბჭო არედაქტირებს შეტყობინებას, ამოიღებს ამ მითითებებს. ოფიციალური პირებისგან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციების ზეწოლა და არა შევამციროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინული მედიის ცნობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, კერძოდ, საკონსულტაციო სერვისების, ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით. შემდგომში, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების შესახებ, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შეზღუდვებზე მითითება ამოიღეს.