ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო
  • რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა
  • რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერება
  • უფრო მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა
  • ომის დანაშაულის საპასუხო სანქციები

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებისა და ამ ქმედებების ბელრუსის მხრიდან მხარდაჭერის, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ფონზე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსის მიმართ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების შესახებ.

„პაკეტის საშუალებით, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

სანქციების შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობების ეფექტიანად აღკვეთას ისახავს მიზნად.

ნავთობი

ევროკავშირმა რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტს აკრძალვა გადაწყვიტა. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა.

დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი.

გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია ასევე ისარგებლებენ დროებითი გამონაკლისით რუსეთის ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზოილის საზღვაო იმპორტთან დაკავშირებით.

SWIFT-ის სისტემიდან რუსეთისა და ბელარუსის დამატებითი ბანკების გათიშვა

ევროკავშირი SWIFT სისტემასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვას დამატებით ავრცელებს რუსეთის სამ საკრედიტო ინსტიტუტზე - SWIFT-ის სისტემიდან ითიშება უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი;

მაუწყებლობა

ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, პროპაგანდის ჩათვლით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად, ეს ზომები ხელს არ შეუშლის ამ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს, ევროკავშირში მაუწყებლობის გარდა სხვა საქმიანობა განახორციელონ, მაგალითად კვლევა და ინტერვიუები.

ექსპორტის შეზღუდვები

ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ევროკავშირი ასევე გaაფართოვებს იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სიას, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის.

აკონსულტაციო მომსახურება

ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო მომსახურებას;

ინდივიდუალური სიები

გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება დამატებითი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ: ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე; სიაში ასევე შეყვანილია ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვანი ბიზნესმენებიის, ოლიგარქების ოჯახის წევრები და კრემლის ოფიციალური პირები, ასევე თავდაცვითი კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები.

ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება.

„ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში მალე გამოქვეყნდება.