კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უხვი ნალექის გამო შეიქმნა.

​„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ არის ოპერატორი კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები სასმელ წყალთან დაკავშირებით, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ, რათა მოსახლეობამ სუფთა წყალი მიიღოს და რამდენიმე საათში წყლის მიწოდება უკვე აღდგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


ასევე წაიკითხეთ: