ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენისას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.
ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საჯარო მოსმენა კონგრესში პირველად გაიმართა.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა კი აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა.
სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო
აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის შეფასებით, ტრამპის ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებულია. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ჩვენების ჩანაწერიც, რომელშიც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას ეთანხმება.
კონგრესში მიმდინარე თვეს სულ ექვსი სხდომაა დაგეგმილი.
დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.