ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.