ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა და სალაროს გახსნა მოითხოვა. ამ ეტაპზე  ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.