სალომე ზურაბიშვილი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელში მოკლე შეტყობინება გაავრცელა. „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, - დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ზე. 


მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება, რათა უკეთ დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი. 

„არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.