ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: