ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა კაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში.
ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.