ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მიიღოს.
„რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე წაიკითხეთ: