სოფელ კობთან გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.